PayU არის ნიდერლანდებში დაფუძნებული ონალინ გადახდის სერვისის პროვაიდერია, რომელიც 50+ ბაზარზე ოპერირებს. გარდა იმისა, რომ PayU გთავაზობთ მოწინავე ელექტრონული კომერციის გადახდის საშუალებებს თითქმის ნახევარი მილიონი გლობალური მოვაჭრისათვის, ამავე დროს აღნიშნული კომპანია ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ფინტექ ინვესტორი, ისევე როგორც სამომხმარებლო კრედიტის წამყვანი პროვაიდერი განვითარებად ქვეყნების ბაზრებზე.
PayU-ს ერთი კონკრეტული ხედვა გააჩნია: “შევქმნათ სამყარო ფინანსური საზღვრების გარეშე, რომელზეც წვდომა ყველას შეუძლია”.
კომპანია იყენებს 400-ზე მეტ გადახდის მეთოდს და PCI-ს სერტიფიცირებულ პლატფორმას ყოველდღიურად დაახლოებით 3.2 მილიონი გადახდის დასამუშავებლად. როგორც Fintech-ის ნოვატორი, PayU ანვითარებს უახლესი ტექნოლოგიებს, რათა სავაჭრო ობიექტებმა ისარგებლონ კიდევ უფრო მეტი პროდუქტიულობით და ოპტიმალურად გააფართოონ თავიანთი გლობალური ბიზნესი.