in

Password manager პლატფორმაზე დაფუძნებულმა სტარტაპმა – Bitwarden-მა $100 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

Bitwarden – ღია წყაროზე დაფუძნებული Password manager გახლავთ, რომელმაც $100 მლნ დოლარის დაფინანანსება მოიპოვა. აღნიშნული სტარტაპის მიზანი როგორც ფიზიკურ, ისე იურდიულ პირთათვის სენსიტიური ინფორმაციების შენახვა გახლავთ.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დასაჩქარებლად და გააფართოვოს თავისი შესაძლებლობები უკეთესი ფუნქციების შესაქმნელად.

სანტა ბარბარაში დაფუძნებული სტარტაპი Bitwarden უფლებას აძლევს ორგანიზაციებს და ინდივიდებს უსაფრთხოდ შეინახონ და გაუზიარონ სენსიტიური მონაცემები. კომპანია ამჟამად ემსახურება ათიათასობით ბიზნესს და მილიონობით მომხმარებელს მთელს მსოფლიოში. open-source მეშვეობით, კომპანია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააფართოვონ უსაფრთხოების პრაქტიკა ყველა მათ პირად ინფორმაციებზე – სადაც არ უნდა იყვნენ და რა მოწყობილობასაც არ უნდა იყენებდნენ.

What do you think?