ლონდონში დაფუძნებულმა Oxford Medical Simulation-მა, რომელიც VR ჯანდაცვის სფეროში ტრენინგების პლატფორმა გახლავთ£, £2,1 მილიონი ფუნტის დაფინანსება მოიპოვა.
მხარდამჭერები იყვნენ ACF Investors და დოქტორი ნიკოლაუს ჰენკე.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები პროდუქციის შეთავაზების გაფართოებისა და აშშ ბაზრის ასათვისებლად.
ჯეკ პოტლისა და მაიკლ უოლასის მიერ 2017 წელს დაარსებული Oxford Medical Simulation ახორციელებს ვირტუალური რეალობის სამედიცინო სიმულაციას – ამზადებს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს, რათა უზრუნველყონ პაციენტების მართვა სიცოცხლის რისკის გარეშე. ყურადღება გამახვილებულია კლინიკური გადაწყვეტილების მიღებაზე კრიზისული რესურსების მართვაზე, გუნდურ ურთიერთქმედებასა და პაციენტების ჩართულობაზე. კომპანიის კლიენტებს შორისაა NHS Trusts და უნივერსიტეტების ფართო სპექტრი, ისევე როგორც აშშ-ის უნივერსიტეტები, მათ შორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და დიუკის უნივერსიტეტი და რამდენიმე აშშ ჯანდაცვის სისტემა.