in

oVice-მა Series B დაფინანსების რაუნდში $32 მილიონი დოლარი მოიზიდა

იაპონიაში დაფუძნებულმა ვირტუალური საოფისე პლატფორმის პროვაიდერმა – oVice-მა, Series B დაფინანსების პროგრამაში $32 მილიონი დოლარი მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები, რათა შექმნას ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც გაამარტივებს დისტანციურ და ჰიბრიდულ მუშაობას და ხელს შეუწყობს თანამშრომლების ჩართვას, გუნდის მენეჯმენტსა და ონლაინ თანამშრომლობას.

oVoice, რომლის გენერალური დირექტორიც Sae Hyung Jung გახლავთ, არის ვირტუალური საოფისე სივრცის პროვაიდერი, რომელიც შექმნილია ჰიბრიდულ და დისტანციურ სამუშაო ადგილებზე თანამშრომლობის პროდუქტიული მუშაობისთის. ის გთავაზობთ სრულად კონფიგურირებად ვირტუალურ სივრცეებს ოფისებისთვის, ონლაინ საკლასო ოთახებისთვის და ღონისძიებების ადგილებისთვის.

2022 წლის მდგომარეობით, oVice-ს აქვს გრძელვადიანი კონტრაქტები 2200-ზე მეტ ორგანიზაციასთან და ამაყობს 6 მილიონ დოლარზე მეტი წლიური შემოსავლით (ARR). ხაზ გასასმელია ისიც, რომ ყოველდღიურად 60,000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი შედის პლატფორმაზე, რათა იმუშაოს 30,000-ზე მეტ სივრცეში, რომელიც შეიქმნა მისი გაშვების დღიდან.

What do you think?