in

Optio.Ai – ქართული სტარტაპი, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე

ალბათ არავისთვისაა გასაკვირი, რომ როდესაც საუბარს საქართველოზე (Georgia) დაიწყებთ ეთნოცენტრული ამერიკელების უმეტესობა მაშინვე თვლის, რომ თქვენ გულისხმობთ ჯორჯიის შტატს მისი ათი მილიონი მაცხოვრებლით. ქვეყანას კი, რომელსაც საქართველო ჰქვია მასში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს – იგი სამი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც ცნობილია როგორც “კავკასია”. კავკასიაზე საუბარისას არ შეიძლება არ ვახსენოთ მისი სამივე დედაქალაქი – ერევანი, ბაქო და თბილისი. მოდით სწორედ დღეს ამ უკნასკნელზე  – თბილისზე შევაჩეროთ ყურადღება, სადაც შევძლებთ განვიხილოთ ადგილობირივი წამყვანი ტექნოლოგიური სტარტაპების წვლილის შესახებ კავკასიის რეგიონის განვითარებაში.

სტარტაპების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა საქართველოში დაახლოებით 2016 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) გადაწყვიტა დაეფინანსებინა სტარტაპ კონკურსი, რომელსაც ამავე დროს თან ახლდა ასევე Silicon Valley-ს სპეციალური წარმომადგენელი. აღნიშნულ კონკურსში სულ 40-50-მდე სტარტაპი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთ-ერთი გახლდათ Optio.ai, უკანაკსკნელი პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელიც Techstars-ის პროგრამაში მიიღეს.

რაც შეეხება აღნიშნული სტარტაპის შესახებ შექმნის იდეას, გეტყვით, რომ ყოფილმა კლასელებმა შოთა გიორგობიანმა და გიორგი მირზიკაშვილმა თავდაპირველად გაყიდეს თავიანთი პირველი კომპანია, რომლის შემდეგაც მოხდა Optio.AI-ს დაბადება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ორიგინალური პროდუქტი იყო ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტი პირადი ფინანსებისთვის, მას შემდეგ ისინი გადავიდნენ B2C „სასაუბრო საბანკო“ პროდუქტზე, რომელიც საუბრობს ინგლისურად და ქართულად, იგი ასევე აქტიურად  გამოიყენება მათ შორის საქართველოში ერთ-ერთი ქართული ბანკის მიერ.

ბუნებრივი ენის დამუშავების კომპონენტი, რომელიც ქართულად საუბრობს, მათი მეორე შექმნილი შეთავაზებაა. მესამე პროდუქტი და, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი, არის Optio Discovery, რომელიც არის ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებული შესაძლებლობა, რომელიც იყენებს ბუნებრივი ენის დამუშავებას (NLP) ტრანზაქციების კატეგორიზაციისთვის, რათა ბანკებმა შეძლონ თავიანთი კლიენტებისთვის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. და ბოლოს, მათი Optio Insight პროდუქტი საშუალებას აძლევს ბანკებს ნახონ თავიანთი კლიენტების ხარჯების საერთო სურათი, რაც მათ საშუალებას აძლევს შექმნან პროგნოზირებადი ანალიტიკა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული კომპანია გეგმას გაფართოებას საქართველოს საბანკო სექტორის გარეთ რეგიონის სხვა ქვეყნებში.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote