OpenAI-ის განცხადებით, დაახლოებით 6.5 მილიარდ დოლარად ჯონი აივის მიერ დაარსებულ კომპანიას შეიძენს. გარიგების შედეგად OpenAI-ის გუნდს 55 თანამშრომელი შეუერთდება, თუმცა აივი თავად კომპანიის ნაწილი არ გახდება. მისი დიზაინის სტუდია LoveFrom დამოუკიდებლად იფუნქციონირებს და იზრუნებს OpenAI-ის დიზაინზე, მათ შორის პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
პროექტის პირველი მოწყობილობა, რომლის გამოშვება 2026 წელს იგეგმება, არ არის განკუთვნილია iPhone-ის ჩანაცვლებად. ეს იქნება ჯიბის ზომის, ეკრანის არ მქონე მოწყობილობა — ახალი ტექნოლოგიური კატეგორია, რომელიც არც ჭკვიანი სათვალეა.
OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი:
„AI წარმოუდგენელი ტექნოლოგიაა, მაგრამ მისი სრულად გამოყენება მოითხოვს დიზაინის, ტექნოლოგიისა და ადამიანის მოთხოვნილებების ერთიან გააზრებას. ამაში ჯონი აივი და მისი გუნდი შეუცვლელები არიან.“
ჯონი აივი:
„ვგრძნობ, რომ ბოლო 30 წელი სწორედ ამ მომენტისთვის ვემზადებოდი. ეს თანამშრომლობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.“