in

Ohpen: Cloud-ზე დაფუძნებული პირველი საბანკო პლატფორმა

Ohpen არის ჰოლანდიური ფინანსური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც შექმნა პირველი ძირითადი საბანკო პლატფორმა Cloud სისტემაში. Ohpen-ის პლატფორმა განკუთვნილია იპოთეკური/სამომხმარებლო დაკრედიტების წარმოშობისა და შემნახველი, საინვესტიციო და იპოთეკური პროდუქტების ადმინისტრირებისთვის. კომპანია უზრუნველყოფს Cloud-ზე დაფუძნებულ ალტერნატივას ფინანსური ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა ბანკები, იპოთეკური კრედიტორები და საპენსიო ფონდები. 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს კომპანიის ამსტერდამის შტაბ-ბინაში და მის ოფისებში ანტვერპენში, ლონდონში, ბარსელონაში, ბრატისლავასა და ზილინაში.

უფრო მეტი დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ Ohpen-ის პირველადი შეთავაზება არის Cloud-ზე დაფუძნებული საბანკო პლატფორმა, რომელიც მუშაობს ამაზონის ვებ სერვისებზე (AWS). მისი კლიენტები შედგებიან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისგან. სისტემა მუშაობს როგორც ერთი ღია API, მისი ძირითადი მოდულები მოიცავს შემნახველ ანგარიშებს, საინვესტიციო ანგარიშებს, სამომხმარებლო დაკრედიტებას, იპოთეკებს, გადახდებს, CRM, ანგარიშგებასა და ანალიტიკას, მომხმარებლის მენეჯმენტს და პარამეტრებს, აუდიტს, რისკებისა და თაღლითობის მართვას, შეკვეთებისა და ფონდების მართვას. ბანკებს შეუძლიათ თავიანთი ძირითადი სერვისების მართვა, როგორიცაა დანაზოგი, ქონების მართვა, დაკრედიტება, პენსიები და სხვა სერვისები.

აღნიშნული კომპანიაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ხაზი გესვას იმასაც, რომ Ohpen-მა 2018 წლის თებერვალში 25 მილიონი ევრო მოიზიდა C სერიის დაფინანსებით. 2020 წლის სექტემბერში Ohpen-მა შეიძინა სესხებისა და იპოთეკის პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისის (SaaS) პროვაიდერი Davinci. ეს შენაძენი აქცევს Ohpen-ს ერთადერთ ღრუბლოვან ძირითად საბანკო სისტემას, რომელიც გთავაზობთ პროდუქტების სრულ პაკეტს დანაზოგების, ინვესტიციების, სესხების, იპოთეკის და მიმდინარე ანგარიშების მიხედვით.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote