in

Nvidia-მ ხელოვნური ინტელექტის ბუმის გამო 6 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო

მსოფლიოს ტრილიონ დოლარიან კომპანიებს შორის: Apple-ის, Amazon-ის, Google-ისა და Microsoft-ისგან განხვავებით AI ბუმის უკან – Nvidia ახლა ბევრად მეტ ფულს შოულობს, ვიდრე ოდესმე გამოიმუშავებდა.

კომპანიამ მაისიდან 13,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რახ AI ჩიპებზე უპრეცედენტო მოთხოვნამ განაპაირობა. კომპანიის მონაცემთა ცენტრმა შეადგინა ამ შემოსავლიდან რეკორდული $10,32 მილიარდის მოგება, რაც გაორმაგდა მხოლოდ ერთ კვარტალში და Nvidia-მ მიიღო $6,188 მილიარდი დოლარის მოგება – 843 პროცენტით მეტი ერთი წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ Nvidia მომავალ კვარტალში 16 მლრდ დოლარის ოგებას პროგნოზურებს ისევ და ისევ ხელოვნური ინტელექტის მიერ ნახევარ გამტარების მაღალი მოთხოვნის გამო. “ჩვენ ველით, რომ თანმიმდევრული ზრდა ძირითადად მონაცემთა ცენტრის მიერ იქნება განპირობებული”, – ამბობს Nvidia-ს ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი შემოსავლების შესახებ. აღნიშნული განცხადების შემდეგ აქციების ფასი 8,5 პროცენტით გაიზარდა.

კომპანიის შემდეგი AI ჩიპი, GH200, 2024 წლის შუა რიცხვებში გამოვა, რომლის ფასის ამ დროისათვის გაურკვეველია, ამიტომ მომდევნო კვარტალში მოთხოვნა კვლავ იქნება არსებულ AI ჩიპებზე. “ჩვენი მიწოდება მომდევნო რამდენიმე კვარტალში გაგრძელდება, რადგან ჩვენ ვამცირებთ ციკლის დროს და ვმუშაობთ ჩვენს მიწოდების პარტნიორებთან სიმძლავრის დასამატებლად”, – ამბობს კრესი და დასძენს, რომ Nvidia-ს L40 GPU “დაეხმარება მზარდი მოთხოვნის მოგვარებას მრავალი ტიპის სამუშაო დატვირთვაზე.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote