ინდოეთში დაფუძნებულმა Move-to-Earn ტიპის სტარტაპმა Fitmint-მა, Seed Founding პროგრამაში $1,6 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები გუნდის გაფართოებისთვის, მარკეტინგული ძალისხმევის ზრდისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის.
Fitmint არის Move-to-Earn სტარტაპი, რომელიც უზრუნველყოფს web3 აპს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ჯილდოები კრიპტოვალუტაში მხოლოდ ფეხით სირბილით ან ვარჯიშის დროს.
სტარტაპი მიზნად ისახავს გამოიმუშაოს 12-15 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიმდინარე წლის ბოლომდე.