Microsoft $10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს OpenAI-ში, სტარტაპში, რომელიც ამ დროისათვის AI-ით აღჭურვილ ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ჩეთბოტ ChatGPT-ს ფლობს.
გაურკვეველია დასრულდა თუ არა გარიგება, მაგრამ Semafor-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარიგების დახურვა 2022 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft მიიღებს OpenAI-ის მოგების 75%-ს, სანამ არ დააბრუნებს თანხას ინვესტიციიდან, რის შემდეგაც კომპანია აიღებს OpenAI-ის 49%-იან წილს.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტექ სამყარო სრულად მოიცვა ChatGPT-ის შესახებ საუბრებით. უკანასკნელი კი OpenAI-ის GPT-3-ზე დიდ ენობრივი ოჯახის ვერსიაზე დაფუძნებული, რომელიც გამოიყენება ყველაფერში, კოდის შემუშავებიდან დაწყებული კოლეჯის ესეების წერამდე დასრულებული.
Microsoft-ის ფსონი ChatGPT-ზე შეიძლება დაეხმაროს კომპანიას გაზარდოს თავისი ძალისხმევა ვებ ძიებაში, ბაზარზე, სადაც აქტიურად დომინირებს Google. თანაც მაშინ, როდესაც Bing ბრაუზერს მხოლოდ მცირე წილს ფლობს გლობალური საძიებო სისტემების ბაზარზე, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ გარიგება დაეხმარება Microsoft-ს დაარღვიოს Google-ის დომინირება უფრო მოწინავე საძიებო შესაძლებლობების შეთავაზებით.
OpenAI-მ, რომელიც დააფუძნა სემ ალტმანმა 2015 წელს, ნოემბრის ბოლოს ოფიციალურად ჩაუშვა ChatGPT მასობრივი საზოგადოებისთვის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი აშკარა გახადა, რომ მიუხედავად მისი პოტენციალის მიმართ ოპტიმიზმისა, პროექტს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები სჭირდება. აზსქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც რომ ხუთი დღის შემდეგ, რაც OpenAI-მ გამოაქვეყნა ChatGPT, ალტმანმა განაცხადა, რომ ჩეთის მოხმარებელთა რაოდენობამ უკვე 1 მილიონს გადააჭარბა.
