in

Microsoft 20 მაისს AI თემაზე მიძღვნილ კონფერენციას გამართავს

ორშაბათს, 20 მაისს Microsoft-ი AI თემაზე მიძღვნილ კონფერენციას გამართავს, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა გაუძღვება და კომპანიის AI ხედვაზე და პროგრამულ უზრუნველყოფის განვითარებაზე ისაუბრებს.

სამწუხაროდ კონფერენციის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი არ იქნება და იგი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იქნება ღია, რომლებიც ღონისძიებას პირადად დაესწრებიან. პრეს-რელიზის მიხედვით, კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილდება მომავალ Surface მოწყობილობებსა და Windows-ის მორიგ სიახლეებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ AI-ის თემის გარშემო. The Verge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 20 მაისს კომპანია Surface Pro 10-ისა და Surface Laptop 6-ის სამომხმარებლო ვერსიებსაც წარადგენს.

აღნიშნული Surface მოწყობილობები აღჭურვილი იქნება Qualcomm-ის უახლეს Snapdragon X Elite პროცესორებზე, რომელიც მოიცავს სპეციალურ NPU ამაჩქარებელს AI ამოცანების შესასრულებლად. Microsoft ასევე მუშაობს AI Explorer-ის ახალ ფუნქციაზე, რომლის შესახებაც ინფორმაციას კონფერენციაზე ვიხილავთ.

Microsoft-ის განცხადებით კონფერენციას ასევე წარუძღვებიან პარტნიორი კომპანიებიც, მათ შორის AMD, Intel და Qualcomm.

What do you think?