in

LiDAR სენსორების მწარმოებელმა სტარტაპმა Scantinel Photonics-მა, €7,5 მლნ ევროს ინვესტიცია მიიღო

Scantinel Photonics GmbH – გერმანიაში დაფუძნებულმა LiDAR (Light Detection and Ranging) სენსორების მწარმოებელმა სტარტაპმა, €7,5 მლნ ევროს ინვესტიცია მიიღო.

რაუნდს უძღვებოდა Scania Growth Capital, Scania-ს კორპორატიული სარისკო კაპიტალის ფონდი.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები, რათა გააგრძელოს FMCW LiDAR ტექნოლოგიის შემდგომი გაუმჯობესება და ამ ტექნოლოგიის კომერციულად დანერგვა მომხმარებლებთან და ტექნოლოგიურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

CTO და თანადამფუძნებლის ენდი ზოტის ხელმძღვანელობით, Scantinel Photonics ავითარებს და აწარმოებს FMCW LiDAR (სიხშირის მოდულირებული უწყვეტი ტალღის) სენსორებს ახალი თაობის LiDAR სისტემებისთვის, რაც წინაპირობაა ავტომატიზაციის უფრო მაღალი დონის მისაღწევად. ტექნოლოგია აწვდის მონაცემების ახალ განზომილებას მომავალ ავტომობილებს, რადგან სენსორები ზომავენ დისტანციას და სიჩქარეს ობიექტებამდე.

What do you think?