in

Lemondo-ს მხარდაჭერით საქართველოში ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა – eCommerce360 შეიქმნა

ქართულმა IT კომპანია Lemondo-მ რამდენიმე კვირის წინ eCommerce360 წარმოადგინა, პლატფორმა რომელიც ონლაინ გადახდებს, სწრაფ საკურიერო სერვისსა და მობილურ აპლიკაციებს აერთიენებს.

როგორც სახელიდან გამომდინარე მიხვდით, ელექტრონილი კომერციის ახალი პლატფორმა ბიზნესებს სრულად 360° გადაწყვეტილებას სთავაზობს, მათ შორის იგი აერთიანებს წარმატებული ქართული კომპანიის Payze ანგარიშსწორების სერვისებს და ონლაინ პლატფორმა Quickshipper-ს, რომელიც უზურნველყოფს საკურიორო მომსახურების სერვისს. ამ ყველაფრის გათალისწინებით, eCommerce360-ით დაინტერესებულ მომხმარებლებს პლატფორმა შესთავაზებს სრულს მომსახურეობის სრულ ციკლს აპლიკაციისთვის განკუთვნილ თანამედროვე გადახდების სისტემიდან დაწყებული საკურიერო მომსახურეობის/მართვის სერვისებს.

მნიშნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ უნივერსალური პლატფორმის eCommerce360, ამ დროისათვის ნებისმიერი ქართული ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს, ხოლო მომავალი წლიდან კი პალტფორმის დამფუძნებლებს საერთაშორისო ბაზარზე დანერგვა აქვთ გადაწყვილი.

What do you think?