Kindara femtech ტიპის სტარტაპია, რომლის სათაო ოფისიც კოლორადოში მდებარეობს. კომპანია ავითარებს აპლიკაციებს, რომელიც ეხმარება ქალებს თავიანთი ნაყოფიერი დღეების ამოცნობაში. აპლიკაცია გამოიყენება ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულდნენ, ან რომლებსაც სურთ აკონტროლონ თავიანთი მენსტრუალური ციკლი საერთო ჯანმრთელობისთვის. მათი უახლესი პროდუქტი, Priya Fertility and Ovulation Monitor, ზრდის ქალის დაორსულების შანსს მისი ყველაზე ნაყოფიერი დღეების განსაზღვრით.
Kindara დაარსდა 2011 წელს გუნდის უილ საქსისა და ქეთი ბიკნელის მიერ. კომპანიამ გამოუშვა თავისი უფასო მობილური აპლიკაცია 2012 წელს. Kindara-ს მობილური აპლიკაცია როგორც ზემოთ გაგაცანით საშუალებას აძლევს ქალებს თვალყური ადევნონ ნაყოფიერების ნიშნებს, როგორიცაა სხეულის ბაზალური ტემპერატურა, საშვილოსნოს ყელის სითხე და საშვილოსნოს ყელის პოზიცია, რათა დადგინდეს, როდის ხდება ოვულაცია. Kindara ასევე ყიდის თერმომეტრს – Wink, რომელიც იწერს სხეულის ბაზალურ ტემპერატურას და ავტომატურად სინქრონიზდება Kindara ნაყოფიერების აპლიკაციასთან.
სტარტაპის შექმნიდან დღემდე Kindara-ს სულ 18 ინვესტორი ჰყავს, რომელთაგანაც აღსანიშნავია: 62 Mile Ventures, 4DX Ventures, 500 Global და ა.შ