2018 წელს დაარსებული სტარტაპი Kea, რესტორნებს აძლევს შესაძლებლობას განაახლონ შეკვეთების მიღების ერთ-ერთი მოძველებული გზა – შეკვეთა ზარის მეშვეობით.
აღნიშნული სტარტაპის დამფუძნებელის და აღმასრულებელი დირექტორის ადამ აჰმადის თქმით, რესტორნები მუდმივად ნაკლებკომპლექტირებულია, მათ, როგორც წესი, არ ჰყავთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყურადღება დაუთმოს ტელფონის ზარზე პასუხის გაცემას.
ამავდროულად, მისი თქმით, ზემოთ აღნიშნული სერვისი მაინც რჩება შეკვეთის მნიშვნელოვან წყაროდ – განსაკუთრებით პანდემიის დროს, რადგან საკვების გატანა და მიწოდება მრავალი რესტორნისთვის შემოსავლის ყველაზე დიდ წყაროდ იქცა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, Kea გთავაზობთ ტექნოლოგიას, რომელიც უნდა დაეხმაროს რესტორნებს უფრო მეტი შეკვეთის მიღებაში. ტექნოლოგიას, რომელსაც Kea “ვირტუალური მოლარის” სახელით გვთავაზობს, კლიენტთან მას შეუძლია პირველადი მომსახურეობა გაუწიოს და დაამუშაოს ყველაზე რუტინული შეკვეთები.
ავტომატური ხმოვანი ასისტენტის იდეამ შეიძლება უსიამოვნო მოგონებები გაგახსენოთ თქვენი ბანკის ან სხვა კლიენტების მომსახურების განყოფილებაში დარეკვის მცდელობისას. მაგრამ კომპანიის აღმასურლებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული სატელეფონო სისტემების უმეტესობა „არ არის ჭკვიანი“, Kea-ს AI ძალიან განსხვავებულია, რადგან ის მხოლოდ რესტორნების შეკვეთაზეა ორიენტირებული.
როგორ ფუნქციონირებს ჭკვიანი ხმოვანი ასისტენტი?
კონკრენტული ნომერზე აკრეფვით თქვენ შეძლებთ ხმოვან ასისტენს მიაწოდოთ თქვენი მისამართი და შემდეგ იმ საკვების შეკვეთის დეტალები, რომლის გამოძახებაც გსურთ.
Kea-ს შემოთავაზებულ ხმოვან ასისტენს უკვე 250-ზე მეტ რესტორანში შეხვდებით, მათ შორის Papa John’s, Donatos და Primanti Brothers. რესტორნის მფლობელების თქმით Kea-ს მიერ შემუშავებული სერვისი მათ კვირაში საშუალოდ 10 საათის შრომას უზოგავს, რაც შეკვეთის 23%-ით გაზრდას იწვევს.