კალიფორნიის შტატში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანია Kapor-მა, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს ადრეული სტადიის სტარტაპებში, რიგით მესამე ფონდი $126 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.
მმართველი პარტნიორების ულილი ონოვაკპურის და ბრაიან დიქსონის მიერ შემუშავებული ფონდი განახორციელებს ინვესტირებას ტექნოლოგიურ სტარტაპებში, რომლებიც გავლენას ახდენენ სოციალურ ცხოვრებაზე.
Kapor-მა უკვე განახორციელა ინვესტიცია 15 კომპანიაში, მათ შორის სამშობიარო დახმარების სერვისი Cayaba Care; Daylight, ციფრული საბანკო პლატფორმა, რომელიც შექმნილია LGBTQ+ საზოგადოებისთვის LGBTQ+ საზოგადოების მიერ; და TomoCredit, საკრედიტო ბარათი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და ემიგრანტებისთვის.