in

iPiD-მა Seed Funding პროგრამაში $3,3 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა

iPiD-მა – სინგაპურში დაფუძნებულმა სტარტაპმა, $3.3 მილიონის საწყისი დაფინანსება მოიზიდა.

გადახდისა და ტექნოლოგიების ექსპერტების, Damien Dugauquier-ის, Eddie Haddad-ისა და Geertjan van Bochove მიერ, 2021 წელს დაარსებული ფინანსური ტექნოლოგიების მქონე სტარტაპი (iPiD) საშუალებას აძლევს ბაზრის მონაწილეებს გაამარტივონ ქვეყნებს შორის ფინანსური გადახდის გამოცდილება, შეამცირონ წარუმატებელი გადახდები და თავიდან აიცილონ თაღლითობის მცდელობები გლობალური საბანკო ანგარიშების წყალობით.

აღნიშნული პლატფორმა დაარსების დღიდან სწრაფად გაიზარდა და სინგაპურში არსებული სათაო ოფისის ჩათვლით ამ დროისათის იგი 8 ქვეყანაშია წარმოდგნელი. მნიშვნელოვანია აღნიშნოს ისიც, რომ მიმდინარე დროის მანძილზე 15 ქვეყანაში 20-ზე მეტმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გამოხატა სურვილი გამოიყენოს iPiD-ის გლობალური ვალიდაცია და ტექნოლოგია, რათა დაეხმარონ მათი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას. აღნიშნული ფინანსური ინსტუტუცები მოიცავს ლიდერებს საბანკო და FinTech  ინდუსტრიებიდან, როგორებიცაა: Bank Sahabat Sampoerna (ინდონეზია), CIMB (მალაიზია), GCash (ფილიპინები), YES BANK (ინდოეთი), Cashfree Payments (ინდოეთი), Wallex (სინგაპური), Opal Payments (სინგაპური),  Moolahgo (სინგაპური), JiPay (სინგაპური), Equity BCDC (RDC), და Exchange Bank of Canada (კანადა).

არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ სინგაპურის გარდა, iPiD-ის გლობალურ გუნდს ჰყავს წარმომადგენლები ბელგიაში, ინდოეთში, მალაიზიაში, ნიდერლანდებში, სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთსა და ვიეტნამში.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote