ორშაბათს Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Apple აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Google-თან Gemini-ს გენერაციული AI მოდელების iOS-ში ლიცენზირებისთვის.
აღნიშნული გარიგების შედეგად, მომხმარებლები ახალ AI ფუნქციების ნახვას iOS 18-ში შეძლებენ. იმ შემთხვევაში თუ Google-თან შეთანხმება შესრულდება, Apple არ იქნება პირველი კომპანია, რომელიც საძიებო გიგანტის სერვისებს გამოიყენებს, რათა უზრუნველყოს AI ფუნქციები მის სმარტფონებზე, რადგან მიმდინარე წლის დასაწყისში Samsung-მა შექმნა Galaxy AI-ის ბრენდირებული ფუნქციების სერია Galaxy S24 სმარტფონებში, რომლებიც აღჭურვილია Google-ის AI ტექნოლოგიით. Google-ის AI ასევე აქტიურად გამოიყენება ასევე Pixel 8 მოწყობილობებზეც.
საგულისხმოა ისიც, რომ iPhone-ის მწარმოებელს უკვე დიდი ხნის გარიგება აქვს Google-თან, რათა Google Search მთავარ საძიებო ფუნქციად აქციოს მის მოწყობილობებზე. მაგრამ ასეთი გარიგებები სულ უფრო საკამათო ხდება მარეგულირებლებთან, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ადანაშაულებს Google-ს მათ გამოყენებაში მისი საძიებო სისტემის ბაზრის პოზიციის უსამართლოდ გასამყარებლად.
Apple-სა და Google-ს შორის AI-ის პოტენციურმა გარიგებამ შეიძლება გააფართოოს Google-ის AI ინსტრუმენტების წვდომა 2 მილიარდზე მეტ iPhone-ზე. მაგრამ Bloomberg აღნიშნავს, რომ Apple-ისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ცხადყოფს რომ კომპანიის გენერაციული AI ტექნოლოგია ჩამორჩება კონკურენტებს. როგორც ჩანს, Apple-ის თანამშრომლები ამოწმებდნენ შიდა ჩატბოტს, სახელწოდებით Apple GPT და, როგორც ცნობილია, კომპანიას აქვს საკუთარი დიდი ენის მოდელი, კოდირებული სახელწოდებით Ajax, მაგრამ Apple-ის AI ტექნოლოგია, როგორც ამბობენ, კონკურენტებზე ნაკლებად განვითარებულია.