Hexarad-მა, რომელიც ლონდონში დაფუძნებული რადიოლოგიური ტექნოლოგიების მქონე სტარტაპი გახლავთ, დაფინანსების Series A რაუნდი £2.2 მილიონი ფუნტის მოზიდვით დაასრულა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა გააგრძელოს თავისი რენტგენოლოგიური პლატფორმის გასაზრდელად და მეტი კლიენტების მოსაძიებლად, ასევე შექმნას უფრო ღრმა შესაძლებლობები და კიდევ უფრო გააუმჯობესოს ტექნოლოგია, რომელიც არის მისი კლიენტებისა და რადიოლოგების გამოცდილების საფუძველი.
2016 წელს კომპანია Hexarad რადიოლოგთა ჯგუფის მიერ და დოქტორ Farzana Rahman-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა. დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ Hexarad არის ჯანდაცვის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს რადიოლოგიის მიმართულებით. პლატფორმის ძირითადი ელემენტია მათი სამუშაო ნაკადის მართვის პროგრამული ინსტრუმენტი, Optirad, რომელიც აუმჯობესებს რადიოლოგიის განყოფილებებს და ამცირებს სკანირების შეფერხებებს. Optirad მუშაობს რადიოლოგიის დეპარტამენტის სამუშაო ანალიზით.