Ultrahuman – ინდოეთში დაფუძნებულმა Healthtech ტიპის სტარტაპმა, Series B რაუნდში $17,5 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები გეოგრაფიული გაფართოებისა და ბიომარკერების ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად.
Ultrahuman უზრუნველყოფს მოწინავე მეტაბოლური ფიტნეს პლატფორმას, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან გრძელვადიანი ჩვევები და ცვლილებები მყისიერი ჯანმრთელობის ღრმა შეხედულებების მეშვეობით დიეტისა და მკაცრი ვარჯიშის რუტინის ნაცვლად. Ultrahuman Cyborg-ის ტარება ეხმარება ადამიანებს ვარჯიშისა და კვების ოპტიმიზაციაში გლუკოზის ბიომარკერების საფუძველზე. 2021 წლის ივნისში გამოშვებულმა მოწყობილობამ უკვე დააგროვა ათასობით მომხმარებელი მომლოდინეთა სიაში.