in

GreenTech ტიპის სტარტაპმა FuelGems-მა, $928,690 ათასი დოლარის დაფინანსება შეაგროვა

FuelGems – ტეხასის შტატში დაფუძნებულმა GreenTech ტიპის სტარტაპმა, $928,690 ათასი დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

სახსრების მოზიდვა განხორციელდა Wefunder-ის მეშვეობით, პირველადი ინვესტიციით ოსტინში დაფუძნებული სარისკო კაპიტალის ფონდისა და სტარტაპ ამაჩქარებლის Sputnik ATX-ისგან.

FuelGems ავითარებს საწვავის დანამატს, რომელიც იყენებს ნანონაწილაკებს დიზელისა და ბენზინის ძრავების მუშაობის გარდაქმნისთვის. FuelGems დანამატით ნახშირბადის ემისია მცირდება 9%-ით, შხამიანი ნახშირბადის მონოქსიდის გამონაბოლქვი 15%-ით, ხოლო დაუწვავი ნახშირწყალბადების და სხვა საშიში ნაწილაკების გამოყოფა 50%-მდე მცირდება.

კომპანიის დანამატი ეკონომიურად ეფექტურია და მხოლოდ 2 ცენტს უმატებს ერთი გალონი ბენზინის ღირებულებას და 260 გალონ საწვავისთვის საჭიროა მხოლოდ 1-5 გრამი მიკროდოზა. კომპანია პროგნოზირებს 400+ მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს მეექვსე წლისთვის, კლიმატის ცვლილებასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მანქანების აირების გავლენის შესახებ საზოგადოების ფართო შეშფოთების გამო.

What do you think?