გრასი – პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც 10 სახეობის სხვადასხვა ყინულის წვენს საზამთროს, სტაფილოს და გრეიფრუტისგან ამზადებს. იგი ეფუძნება „მოურიე და დალიე“ კონცეფციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ახლად დაწურული წვენი სულ რაღაც სამ წუთში, სამზარეულოს ტექნიკის გამოყენების გარეშე მოამზადონ.
აღნიშნული ინოვაციური გადაწყვეტა კი ზოგავს დროს და წყვეტს ჯანსაღი პროდუქტების ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარების პრობლემას.
აუცილებლად ხაზგასასმელია ისიც, რომ „გრასი“ მონაწილეობდა USAID-ის სოფლის მეურნეობის და სტარტაპ „საქართველოს“ პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სოფლის მეურნეობის სტარტაპების შესაძლებლობების გაძლიერებას საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ასვე ვორქშოფებს ინდივიდუალური მენტორების მეშვეობით. პროგრამის ბოლოს ყველა სტარტაპის დამფუძნებელმა ჟიურის წინაშე საკუთარი იდეები წარადგინა და ერთ-ერთ გამარჯვებულად „გრასი“ დასახელდა.