in

Google-მა ხელოვნური ინტელექტი Gemini წარადგინა

Google-ის ხელმძღვანელობას სურს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში თავისი სიტყვა თქვას. სწორედ ამიტომ დაიწყო ახალი პროექტი Gemini.

ეს არის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ადამიანისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირს.

Gemini-ს თავდაპირველი ვერსიები, Nano და Pro, უკვე ჩაირთო Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ Bard-სა და გუგლის სმარტფონ პიქსელ 8 პროში.

Gemini-ს ყველაზე დახვეწილი ვერსია Ultra მომავალი წლის დასაწყისში გამოვა.

,,გუგლი საგრძნობლად ზრდის ფსონებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ერთ მხარეს გვყავს გიგანტი კომპანია გუგლი და მისი ხელოვნური ინტელექტი Gemini, ხოლო მეორე მხარეს ChatGPT, რომელსაც მხარს Microsoft უჭერს’’,-ამბობს კელვინ ჩენი, Associated Press-ის წარმომადგენელი.

ხელოვნური ინტელექტი თავდაპირველად ინგლისურ ენაზე იმუშავებს, თუმცა გუგლის აღმასრულებელმა დირექტორმა  ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნოლოგიას სხვა ენებზე მუშაობის შესაძლებლობაც ექნება.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote