in

GITA-თან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო

საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო.

12 კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჟიურიმ 5 ქვეყნის 10 სტარტაპი შეარჩია. რაც ნიშნავს იმას, რომ მონაწილე სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად იმუშაონ საკუთარი ბიზნესის განვითარების, ზრდისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მათ მდგრად ზრდასა და როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას. 500 Georgia-ში მონაწილეობა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, გახდნენ 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრები.

აღსანიშნავია, რომ 500 Georgia-ს ფარგლებში, 55-მა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური გადამზადების პროგრამა მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. მათი რიცხვი კი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, შესაბამისად, პროგრამა წელიწადში ორჯერ ტარდება.

პროგრამაში მონაწილე კომპანიების შესახებ:

Awork – ეს არის სტარტაპი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. რაც აძლევს ორგანიზაციებს შესაძლებლობას, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.

Beep – ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.

GoDays – GoDays არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს დროულად აღმოაჩინონ დასაქმებულების გადაღლა, ეფექტურად მოახდინონ დროის მენეჯმენტი, მარტივად გაუმკლავდნენ დიდი რაოდენობით შესასრულებელ ამოცანებს და აღმოაჩინონ გუნდში ლიდერული თვისების მქონე წევრები.

HopShop – პლატფორმა ინფლუენსერებს საკუთარი მოდის კონტენტის მონეტიზაციაში ეხმარება იმით, რომ შესაძლებლობას აძლევს გამომწერებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ვიზუალური ძებნის ფუნქციით აპლიკაციაშვე შეიძინონ სასურველი ნივთი.

My AI – My AI-ს პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, შექმნან მდგრადი და დეცენტრალიზებული ბრენდებს შორის ლოიალური ეკოსისტემა.

OHMYSYNT – ეხმარება ბრენდებს შექმნან, ბრენდზე მორგებული, პერსონალიზებული და კომერციულად უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის კონტენტი.

Perkskit – ეს არის SaaS-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, მოახდინონ თანამშრომლების ბენეფიტების მენეჯმენტი და გააუმჯობესონ თანამშრომლების მხრიდან კომპანიისადმი ლოიალურობის ხარისხი.

Porte – ეს არის ციფრული სასტუმროს კონსიერჟის ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება სასტუმროებს, გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა და გაზარდონ შემოსავალი.

Stori – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, არა მხოლოდ შექმნან, არამედ სხვადასხვა არხებში განათავსონ საკუთარი კონტენტი.

UniSub – პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერებს, მიიღონ გადახდები კრიპტო ვალუტაში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote