რამდენიმე საათის წინ ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მდებარე ტექნოპარკმა უმასპინძლა საქართველოში Isari Ventures ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც პოლსენის ოჯახის ევროპული საინვესტიციო ჰოლდინგი.
„დღეს ვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა ვუზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებით და აზროვნებით უკვლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს. Isari Ventures-ი ამ სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს და Isari-ის რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“
განაცხადა Isari Ventures – ის დირექტორმა და საბჭოს წევრმა ჟან-ფრედერიკ პოლსენმ
შეგახსენებთ, რომ მანამდე Isari Vntures-მა რამდენიმე ქართულ სტარტაპის დაფინანსება განახორციელა მათ შორის OMOFOX, KERNEL და Phubber