შეთანხმების ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მხარს უჭერს სვიფტის აქსელერაციის პროგრამას, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სწავლების გაძლიერებას და შრომის ბაზარზე პროგრამის მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობას.
ანაზღაურებადი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში , სვიფტი უზრუნველყოფს ინტერნების ინტენსიურ სწავლებას მენტორინგით, მათთვის პროფესიული ტრენინგების ჩატარებასა და დასაქმებას, GITA კი – დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების ორგანიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის სწავლების ხელშეწყობის მიზნით გაავრცელებს აქსელერაციის პროგრამის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას.