27-28 მაისს, Startup Connect-ის ორგანიზებით, ბათუმში Georgian Startup Summit გაიმართა, რომელშიც გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩერული ბრენდებ და ანგელოზი ინვესტორები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მსვლელობისას, სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩერული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის ჩართულობით “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც სააუქციონო სახლების საოპერაციო მენეჯმენტისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ, Artisio-მ გაიმარჯვა.
სწორედ Artisio გახდა ის ქართული სტარტაპი, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, კალიფორნიაში გაემგზავრება, სადაც გლობალურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. Startup World Cup-ის გლობალური გამარჯვებული Pegasus Tech Ventures-ისგან ინვესტიციის სახით $1 მილიონს მიიღებს.