2013 წელს სან ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია – Fyusion, საშუალებას გაძლევთ შექმნათ 3D ფოტოები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. კომპანიამ ასევე პანდემიის დრო შექმნა საწარმო კლასის 3D საავტომობილო გამოსახულების სერვისის უფასო ვერსია, რომელიც დაეხმარა ავტოდილერებს ავტომობილების გაყიდვაში, რა დროსაც კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ახერხებენ თავიანთ დილერებთან მისვლას.
მეტი დეტალისთვის გეტყვით, რომ Fyusion Auto 3D Direct საშუალებას აძლევს ავტოდილერებს გადაიღონ მანქანების 3D ფოტოები თავიანთ სმარტფონებით, დაამატონ აუდიო ან ვიზუალური ტეგები და გაუგზავნონ ისინი კლიენტებს ელ.ფოსტის, ტექსტის ან შეტყობინებების აპლიკაციების საშუალებით.
„დილერები საავტომობილო ინდუსტრიის სასიცოცხლო სისხლძარღვები არიან და ახლა მათზე ძლიერ გავლენას ახდენს კორონავირუსი“.
განაცხადა რადუ ბ. რუსუმ, Fyusion-ის აღმასრულებელი დირექტორმა და თანადამფუძნებელმა.
Fyusion ტექნოლოგიას იყენებენ მსხვილი საბითუმო ვაჭრობა და ეროვნული ავტო საცალო ვაჭრობა. Fyusion-ის ტექნოლოგიის აღნიშნული უფასო ვერსია ხელმისაწვდომია 90 დღის განმავლობაში.