Motosumo – კოპენჰაგენში დაფუძნებულმა fit-tech ტიპის სტარტაპმა, Series A რაუნდში $6 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
რაუნდს უძღვებოდა Magenta Partners არსებული ინვესტორების მონაწილეობით, მათ შორის Promentum Equity Partners და PreSeed Ventures.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა გააორმაგოს ინსტრუქტორთა სია ოთხ კონტინენტზე (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, აზია და ავსტრალია), გააფართოვოს თავისი ტექნიკური გუნდი და გაზარდოს მარკეტინგული ძალისხმევა.
2015 წელს დაარსებული Motosumo გთავაზობთ ფიტნეტს პლატფორმას, რომელში მომხმარებლებს შეუძლიათ შეუერთდნენ სახლიდან, ნებისმიერი ველოსიპედის და მობილური ტელეფონის ან ტაბლეტის გამოყენებით და შეუძლიათ დაკავშირება სრულად ინტერაქტიული გაკვეთილით სარგებლობისთვის.