Airalo – გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა eSIM Marketplace პლატორმამ, Series B რაუნდში $60 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
რაუნდს, რომელმაც მთლიანი დაფინანსება 67,3 მილიონ დოლარამდე გაზარდა ხელმძღვანელობდა e& კაპიტალი, e&-ის საინვესტიციო ჯგუფი, ასევე Antler Elevate, Liberty Global, Orange, T.Capital, Rakuten Capital, Singtel Innov8, Telefónica Ventures. , Sequoia Capital India და SEA’s (ახლა ცნობილია როგორც Peak XV Partners) Surge, KPN Ventures და I2BF Global Ventures.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის გეგმების დასაჩქარებლად, მათ შორის ახალი მილიონობით მომხმარებელთა მოსაზიდად და გუნდის გაძლიერებლად.
აბრაამ ბურაკის და ბაჰადირ ოზდემირის მიერ დაფუძნებული Airalo არის eSIM Marketplace პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს წვდომას eSIM-ებზე მსოფლიოს 200+ ქვეყანაში. ვებსაიტი და აპლიკაცია ხელმისაწვდომია 22 ენაზე, უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება 53 ენაზე გაფართოება.