in

EMEA-ში ადგილობრივი სერვისების წამყვანი ბაზარის ასათვისებლად Armut & ProntoPro-მ, €15 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს

სტამბოლში დაფუძნებული Armut და მილანში დაფუძნებული ProntoPro, ორი ადგილობრივი სერვისის ბაზარი გაერთიანდა და €15 მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა.

ახალი დაფინანსება საშუალებას მისცემს კომპანიას გაასამმაგოს ინვესტიცია პროდუქტებში და გააფართოოს სერვისები ევროპის ყველა ბაზარზე.

2011 წელს Başak Taşpınar Değim-ისა და Erol Değim-ის მიერ დაარსებული კომპანია Armut მუშაობს 8 ქვეყანაში. კომპანიას ჰყავს 700000-ზე მეტი სერვისის პროვაიდერი 4000 კატეგორიაში. Armut-ის ერთ-ერთი ადგილობრივი სერვისების პლატფორმა გთავაზობთ ლოკალური სერვისების სრულ სპექტრს, იქნება ეს სახლის მოხატვას, ბავშვის მათემატიკის დამრიგებლის პოვნის თუ ონლაინ ფსიქოლოგის პოვნის პლატფორმა.

სტამბულისა და მილანის ოფისები გააგრძელებენ გუნდების ზრდას. ახლა კომპანიას ჰყავს 206 თანამშრომელი 22 ეროვნებიდან და საშუალო ასაკით 30 წელზე ნაკლები. მომდევნო თვეებში ახალი სამუშაო ადგილები გაიხსნება ორივე სათაო ოფისში.

What do you think?