Credit Karma – ფინტექ კომპანიაა, რომელიც 2007 წელს კალიფორნიაში დაარსდა. პლატფორმა ცნობილია, როგორც უფასო საკრედიტო და ფინანსური მენეჯმენტის პლატფორმა, მაგრამ მის მახასიათებლებში ასევე შედის ქონების მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და საკრედიტო ანგარიშის შეცდომების იდენტიფიცირებია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ Credit Karma-ს ყველა სერვისი უფასოა მომხმარებლებისთვის. თუმცა ფინანსური პროდუქტების მიზნობრივი რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი ანაზღაურებს სწორედ მისი უფასო პროდუქტებისა და სერვისების ხარჯებს.
კენეტ ლინმა, რომელმაც თავდაპირველად დააარსა Multilytics Marketing და მუშაობდა E-Loan-თან და Upromise-თან. Credit Karma კი მან 2007 წელს თანადამფუძნებლებთან რაიან გრაციანოსთან და ნიკოლ მუსტარდთან ერთად დაარსა. ვებგვერდი გააქტიურდა 2008 წლის თებერვალში. ადრეული ინვესტორები იყვნენ კრის ლარსონი, Prosper-ის აღმასრულებელი დირექტორი და მარკ ლეფანოვიჩი, E-Loan-ის ყოფილი პრეზიდენტი.
2009 წლის ნოემბერში Credit Karma-მ დახურა 2,5 მილიონი დოლარის დაფინანსება Series A დაფინანსების რაუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა QED Investors, SV Angel-ის, Felicis Ventures-ისა და Founders Fund-ის მონაწილეობით. Credit Karma-ს ინვესტორებს შორისაა ასევე 500 Global-იც. ხოლო, 2013 წელს Credit Karma-მ უზრუნველყო 30 მილიონი აშშ დოლარი B Series დაფინანსებაში Ribbit Capital-ისა და Susquehanna Growth Equity-ის ხელმძღვანელობით.
2015 წლის დეკემბერში Credit Karma-მ შეიძინა მობილური შეტყობინებების აპლიკაციის შემქმნელი Snowball.
2020 წლის დეკემბერში კი Intuit-მა შეიძინა Credit Karma დაახლოებით 7,1 მილიარდ დოლარად. შესყიდვა თავდაპირველად გადაიდო DOJ ანტიმონოპოლიური საჩივრის გამო, მაგრამ საბოლოოდ დამტკიცდა მას შემდეგ, რაც კომპანია დათანხმდა უარი თქვას საგადასახადო მომზადების უფასო სერვისზე, რომელიც ცნობილია როგორც Credit Karma Tax, რომელიც იყო Intuit-ის TurboTax პროდუქტის პირდაპირი კონკურენტი.