Visma – ოსლოში დაფუძნებულმა Cloud პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა, ესპანეთში დაფუძნებული ელექტორნული კომერციისთვის SaaS საგადასახადო მართვის პლატფორმა Quaderno შეიძინა, რომლის გარიგების ოდენობაც არ გახმაურებულა.
შესყიდვით, Visma გააგრძელებს თავისი ზრდას პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. Quaderno გააგრძელებს მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, იგივე მენეჯმენტის ქვეშ.
2014 წელს კარლოს ჰერნანდეს მედინას მიერ დაფუძნებული Quaderno გთავაზობთ ავტომატიზირებულ საგადასახადო შესაბამისობის პროგრამულ პლატფორმას, რომელიც ითვლის და აკონტროლებს დღგ-ს, გაყიდვების გადასახადს და GST-ს ონლაინ ბიზნესისთვის. მისი Cloud-ზე დაფუძნებული პლატფორმა თავსებადია 14000-ზე მეტ საგადასახადო იურისდიქციასთან და ასევე შეიცავს საგადასახადო გამოთვლების, საგადასახადო ანგარიშგების, ინვოისის, საგადასახადო შეტყობინებებისა და ხარჯების კონტროლის ფუნქციებს. Quaderno ამჟამად ემსახურება 2600-ზე მეტ მომხმარებელს 104 ქვეყანაში, მათ შორის კომპანიები, როგორიცაა Podia, Whereby, Mailtrack, Freepik და Bookish.
Visma არის კრიტიკული Cloud პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი, რომელიც ამარტივებს და ავტომატიზირებს ყველა ზომის ბიზნესისა და ორგანიზაციის მუშაობას, 2022 წელს 2,06 მილიარდი ევროს შემოსავლით, 14,500 თანამშრომელიT და 1,6 მილიონი მომხმარებელი ევროპასა და ლათინური ამერიკის მასშტაბით.