ბოსტონში დაფუძნებულმა Cloud სისტემაზე დაშიფრული ელექტრონული ფოსტისა და ფაილების სერვისის მიმწოდებელმა Previl-მა, Series C დაფინანსების პროგრამაში $20 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდისა და ახალ ბაზრებზე გაფართოების დასაჩქარებლად, ასევე მომხმარებელთა ბაზის გასაზრდელად დამატებით სექტორებში, მათ შორის პროფესიონალურ მომსახურებაში, ფინანსურ მომსახურებასა და ჯანდაცვაში.
PreVeil კომპანიებს უფლებას აძლევს დაიცვან ელ.წერილები და ფაილები, რათა უსაფრთხოდ დაუკავშირდნენ როგორც ორგანიზაციებს, ასევე კონტრაქტორებს და მესამე მხარეებს. PreVeil-ის მეშვეობით გაგზავნილი ყველა შეტყობინება და დოკუმენტი სრულად დაშიფრულია. ის ინტეგრირებულია არსებულ სისტემებში, როგორიცაა Microsoft-ის O365 და Google-ის GSuite მარტივი გამოყენებისა და განლაგების მიზნით.