ბოსტონში დაფუნძებულმა ინფორმაციების Cloud სისტემაში შემნახველმა სერვისის პროვაიდერმა Wasabi-მ, $250 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები დამატებით ბაზრებზე გაფართოების გასაძლიერებლად, გუნდისა და გლობალური ბრენდის სტრატეგიების გასაძლიერებლად.
Wasabi უზრუნველყოფს ღრუბლოვან საცავს ბიზნესებისთვის. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლობს 350-ზე მეტ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი სარეზერვო კომპანიებთან. Wasabi გამოიყენება მონაცემთა შესანახად ინდუსტრიის ფართო სპექტრში, მათ შორის პროფესიული სპორტის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსების, მეთვალყურეობის, განათლების, წარმოების, სამომხმარებლო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სამეცნიერო კვლევისა და მედიისა და გართობის ჩათვლით. კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა 2020-2021 წლებში და Wasabi-ს ახლა ჰყავს 40,000-ზე მეტი მომხმარებელი 100-ზე მეტ ქვეყანაში, 13,000 პარტნიორი, 250+ გლობალური თანამშრომელი და 13 შენახვის რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიის წყნარ ოკეანეში.