in

Cloud სერვისზე დაფუძნებულმა კომპანია Raft-მა Seed Funding პროგრამაში $5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა

კომპანია Raft-მა, რომელიც თელ-ავივშია დაფუძნებული, საკუთარი Cloud სერვისის განსავითარებლად, Seed Funding პორგრამაში $5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს დამატებითი სახსრები პროდუქტის განვითარებისა და საკუთარი სტრატეგიის დასაჩქარებლად.

2021 წელს დაარსებული კომპანია Raft ორიენტირებულია დეველოპერულებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად. შედეგად მათ შექმნეს სპეციალური Cloud სერვისი რომელიც საშუალებას აძლევს დეველოპერებს შეუზღუდავი გარემო ყველა საჭიროებისთვის და მეტი დრო დახარჯონ იმაზე, რასაც აკეთებენ საუკეთესოდ – და ფოკუსირდნენ თავიანთ კოდზე. რაფტის ტექნოლოგია იყენებს არსებულ ინსტრუმენტებს დეველოპერების დისტანციური განვითარებისათვისა და მიმდინარე სამუშაო პროცესის მეტი პროდუქტიულობისთვის.

Raftt-ში ამ დროისათვის 14 ადამიანია დასაქმებული, მისი მომხმარებლები ამჟამად ძირითადად კიბერ კომპანიებსა და სტარტაპებს მოიცავს, როგორიცაა EasySend.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote