Giatec – ოტავაში დაფუძნებული cleantech ტიპის სტარტაპ კომპანიამ, $5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებისა და CO2-ის შემცირების ტექნოლოგიების განვითარებისთვის.
Giatec მუშაობს სამშენებლო ინდუსტრიის მოთამაშეებთან, სმარტ ტესტირების ტექნოლოგიებისა და რეალურ დროში მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგიაზე. მისმა აპარატურულმა და პროგრამულმა პროდუქტებმა გამოიყენეს მოწინავე ტექნოლოგიები, როგორიცაა AI და მათ შორის უსადენო ბეტონის სენსორები, მობილური აპლიკაციები და მოწინავე არა-დესტრუქციული ტესტირების ტექნოლოგიები (NDT), რათა განავითაროს ინოვაცია ბეტონის სიცოცხლის ციკლის განმავლობაში და შეამციროს ბეტონის ნახშირბადის კვალი გარემოში.