სან ფრანცისკოში დაფუძნებულმა კაპიტალის მართვის კომპანია Carta-მ, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კონკურენტი ბრენდი Capdesk შეიძინა.
ოფიციალურად ზუსტი გარიგების ოდენობა არ გახმაურებულა. თუმცა შეთანხმების ფარგლებში, Capdesk ამ დროისთვის იმუშავებს, როგორც დამოუკიდებელი ბიზნეს ერთეული Carta-ში.
დროთა განმავლობაში, შესყიდვის შედეგად Capdesk-ის მომხმარებლები მიიღებენ წვდომას Carta-ს პროდუქტებსა და სერვისებზე, მათ შორის 409a შეფასებებისა და კომპენსაციის საორიენტაციო მონაცემებზე. იმავდროულად, Carta გამოიყენებს Capdesk-ის გამოცდილებას და დომინირებას ევროპულ ბაზრებზე, რათა გააფართოვოს თავისი სერვისები მთელ მსოფლიოში.
2015 წელს დაარსებული Capdesk ეხმარება 3500-ზე მეტ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას (მათ შორის Gousto, VOI, Checkout.com, Plum Guide და Wagestream) მართონ თავიანთი საკუთრება ერთი პლატფორმის საშუალებით. fintech ზედამხედველობს 90 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების აქტივებს და კაპიტალის მართვის სისტემას, რომელიც ემსახურება მომხმარებლებს ყველა ეტაპზე. მნიშნელოვანია აქვე აღინიშნოს ისიც, რომ Capdesk-მა მოიზიდა 11,7 მილიონი ფუნტი დაფინანსება გლობალური ინვესტორებისგან, მათ შორის Fidelity International Strategic Ventures.
რაც შეეხება Carta-ს, იგი უზრუნველყოფს კაპიტალის მენეჯმენტს 30000-ზე მეტ კომპანიასთან და 5000 ფონდთან. ის მხარს უჭერს მომხმარებლების კაპიტალს შეფასებებით, პორტფელის ინვესტიციებით, ლიკვიდურობით და სხვა.