Delimobil – რუსეთში დაფუძნებულმა car-sharing სერვისის მიმწოდებელმა კომპანიამ, Pre-IPO Funding რაუნდში $75 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
აღნიშნული ინვესტიცია VTB-მ კომპანიის დაახლოებით 15%-იანი წილის შეძენის სანაცვლოდ განახორციელა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციების გაფართოების გასაგრძელებლად.
Delimobil არის ერთ-ერთი უმსხვილესი car-sharing სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელსაც15000-ზე მეტი ავტომობილი და მილიონზე მეტი მომხმარბელი გააჩნია.. სერვისი ხელმისაწვდომია მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ეკატერინბურგში, სამარაში, ყაზანში, ნოვოსიბირსკში, კრასნოდარსა და ტულაში.