Canva – ავსტრალიაში დაფუძნებული გრაფიკული დიზაინის შექმნის პლატფორმაა, რომელიც გამოიყენება სოციალური მედიის გრაფიკისა და პრეზენტაციების შესაქმნელად. აპლიკაცია შეიცავს მზა შაბლონებს მომხმარებლებისთვის გამოსაყენებლად, პლატფორმა უფასოა და გთავაზობთ ფასიან გამოწერის ფუნქციასაც, როგორიცაა Canva Pro და Canva for Enterprise დამატებითი ფუნქციონირებისთვის. 2021 წელს Canva-მ გამოუშვა ვიდეო რედაქტირების ინსტრუმენტი. კომპანიამ გამოაცხადა, რომ აპირებს კონკურენცია გაუწიოს Google-ს და Microsoft-ს საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის კატეგორიაში.
2020 წლის ივნისში, Canva-მ 60 მილიონი ავსტრალიური დოლარი შეაგროვა თითქმის. 2021 წლის სექტემბერში კი 200 მლნ დოლარი. 2022 წლის სექტემბრისთვის კომპანიის შეფასება 26 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
Canva დაარსდა პერტში, ავსტრალიაში, მელანი პერკინსის, კლიფ ობრეხტის და კამერონ ადამსის მიერ 2013 წლის 1 იანვარს. თავის პირველ წელს Canva-ს ჰყავდა 750000-ზე მეტი მომხმარებელი. 2014 წლის აპრილში, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების ექსპერტი გაი კავასაკი შეუერთდა კომპანიას, როგორც მისი მთავარი ევანგელისტი (ბრენდის პრომოუტერი). 2015 წელს გამოვიდა Canva for Work, რომელიც ფოკუსირებულია მარკეტინგულ მასალებზე.
2016-17 ფინანსური წლის განმავლობაში, Canva-ს შემოსავალი გაიზარდა 6.8 მილიონამდე. 2017 წელს კი კომპანიამ მიაღწია მომგებიანობას და ჰყავდა 294 000 გადამხდელი მომხმარებელი.
2019 წლის მაისის განმავლობაში, კომპანიამ მოიზიდა 70 მილიონი ავსტრალიური დოლარის დაფინანსების კიდევ ერთი რაუნდი General Catalyst and Bond-ისგან და მისი არსებული ინვესტორებისგან Blackbird Ventures, 500 Global და Felicis Ventures-ისგან. იმავე წლის ოქტომბერში, კანვამ გამოაცხადა, რომ მან შეაგროვა დამატებითი 85 მილიონი ა.შ. დოლარი 3.2 მილიარდი დოლარის შეფასებით და გამოუშვა საწარმოს პროდუქტი.
2019 წლის დეკემბერში Canva-მ გამოაცხადა Canva for Education, უფასო პროდუქტი სკოლებისთვის და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომელიც გამიზნულია სტუდენტებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის გასაადვილებლად.
2019 წლის მაისში, Canva-მ განიცადა მონაცემთა დარღვევა, რომლის დროსაც გატეხილი იქნა დაახლოებით 139 მილიონი მომხმარებლის მონაცემები. გამოვლენილი მონაცემები მოიცავდა მომხმარებლის სახელებს, ელფოსტის მისამართებს, გეოგრაფიულ ინფორმაციას და ზოგიერთი მომხმარებლისთვის პაროლებს. 2020 წლის იანვარში კი დაახლოებით 4 მილიონი მომხმარებლის პაროლი გაშიფრული და გაზიარებული იქნა ონლაინ. Canva-მ უპასუხა ყველა მომხმარებლის პაროლების გადატვირთვით, რომლებსაც არ შეუცვლიათ პაროლი თავდაპირველი დარღვევის შემდეგ.
2018 წელს კომპანიამ შეიძინა პრეზენტაციების სტარტაპი Zeetings გაურკვეველი თანხით, როგორც მისი პრეზენტაციების სივრცეში გაფართოების ნაწილი.
2019 წლის მაისში კომპანიამ გამოაცხადა Pixabay-ისა და Pexels-ის შეძენა, ორი უფასო საფონდო ფოტოგრაფიის საიტი, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში, რამაც Canva-ს მომხმარებლებს მისცა წვდომა მათი ფოტოების დიზაინისთვის.
2021 წლის თებერვალში Canva-მ შეიძინა ავსტრიული სტარტაპი Kaleido.ai და ჩეხეთში დაფუძნებული Smartmockups.