in

Bucha Bio, რომელიც ბიომასელების წარმოებითაა დაკავებული Seed Founding პროგრამაში $1,1 მილიონი დოლარი მოიზიდა

ტეხასის შტატში დაფუძნებულმა ბიომასალების სამეცნიერო კომპანია Bucha Bio-მ, Seed Founding პროგრამაში $1,1 მილიონი დოლარი მოაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები, რათა დააჩქაროს ბაზარზე გაფართოება, გაზარდოს მატერიალური წარმოება და მხარი დაუჭირონ მისი ახალი ჰიუსტონის სათაო ოფისის მშენებლობას.

Bucha Bio-ს ახლა აქვს ორი ბიოლოგიურად შექმნილი მასალა დამუშავების პროცესში – SHORAI და HIKARI. SHORAI შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ცხოველების ტყავის ან სხვა სახის სინთეზური მასალების ალტერნატივად, ხოლო HIKARI, რომელსაც აქვს ამავე დროს გამჭვირვალე ესთეტიკური და დამუშავების შესაძლებლობები, ოფიციალურად დაინერგება მიმდინარე წლის ნოემბერში.

კომპანია გეგმავს გააგრძელოს მათი ტექნოლოგიაში ახალი პროდუქტების ჩართვას, მათ შორის ბიოფიბერები, ბიოშეფუთვა და მყარი ბიოკომპოზიტები. გამოყენებადი ინდუსტრიები მოიცავს მოდას, ავტომობილებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, და მშენებლობას.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote