Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ი iOS-ის ყველაზე მნიშვნელოვან განახლებაზე მუშაობს. ახალი ვერსია, iOS 18, აღჭურვილი იქნება RCS-ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას მისცემს უკეთეს კომუნიკაციას ანდროიდის და iPhone-ის მომხმარებლებს შორის და ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გააუმჯობესებს მოწყობილობების მუშაობას და ფუნქციონირებას.
ხელოვნური ინტელექტი ბოლო ათწლეულის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა და ის უკვე დანერგილია ზოგიერთ წამყვან სმარტფონში, როგორიცაა თუნდაც Galaxy S24 Ultra, რომელმაც ეს ტექნოლოგია თავის მთავარ იდეაფიქსად აქცია. მეორეს მხრივ, Apple-ს ამ დროდე არ გამოუშვია ძირითადი პროდუქტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი, გარდა Siri-სა, რომელიც კონკურენტებს ჩამოუვარდება შესაძლებლობებით.
iOS 18-ის განახლების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ Apple მას WWDC 24-ზე კონფერენციაზე გამოაქვეყნებს.