2023 წლიდან თიბისი ბანკის გადახდის არხების გამოყენებით, კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვა Binance-ის პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
მემორანდუმის მიხედვით, ორივე კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრის განვითარებით და გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობით. როგორც Binance-ის პარტნიორი, – თიბისი უზრუნველყოფს კრიპტო-ადგილობრივი ვალუტის კონვერტაციის ანგარიშებს, რათა ადგილობრივმა მომხმარებლებმა შეძლონ კრიპტოვალუტების ყიდვა და გაყიდვა Binance Georgia-ს პლატფორმაზე ლარის გამოყენებით. გარდა ამისა, TBC და Binance განიხილავენ Binance ბარათის გაცემას. Binance, თავის მხრივ, განიხილავს თიბისი ბანკსა და მის შვილობილი კომპანიებისთვის კრიპტობროკერის API-ს მიწოდებას, რათა TBC-ის მომხმარებლებს კრიპტოვალუტის საინვესტიციო პლატფორმებზე წვდომის საშუალება მისცეს.
Binance-ის დამფუძნებელმა ჩანგპენგ ჟაომ საქართველოში ვიზიტისას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კომპანია აუცილებლად გახსნის წარმომადგენლობას ქვეყანაში და მნიშვნელოვნად გაზრდის გუნდის წევრთა რაოდენობას ქვეყანაში.