Watalook – ლიეტუვაში დაფუძნებულმა beautytech ტიპის სტარტაპმა, Seed Fuding რაუნში €3 მლნ ევროს დაფინანსება მიიღო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები სერვისების გასაუმჯობესებლად და პოზიციების გასაძლიერებლად ევროპაში, განსაკუთრებით კი სკანდინავიაში.
იუსტას ვიტენასის და კლავდიუს ამბროსის მიერ დაარსებული Watalook უზრუნველყოფს დაჯავშნის პლატფორმას მომხმარებლებისთვის, რათა აღმოაჩინონ და დაჯავშნონ beauty სფეროში გამოცდილი პროფესიონალები. კომპანია პროფესიონალებს საშუალებას აძლევს გაამარტივონ დაჯავშნა და ბილინგი, გაგზავნონ ავტომატური შეხსენებები და გააცნონ ყველა ინფორმაცია თავიანთი სერვისების შესახებ ერთ პლატფორმაზე.
Watalook ძირითადად მუშაობს ლიუტუვაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ნორვეგიაში.