BarkBox – ყოველთვიური subscription ტიპის სერვისია, რომელიც მომხმარენლებს უზრუნველყოფს ძაღლების პროდუქტებით მომსახურებასა და გამოცდილებას. BARK ემსახურება 2 მილიონზე მეტ ძაღლს ყოველთვიურად BarkBox და Super Chewer სარგებლობითა და საცალო დისტრიბუციით.
2020 წლის 17 დეკემბერს Barkbox, Inc.-მა და Northern Star Acquisition Corp.-მა განაცხადეს, რომ დადეს საბოლოო შერწყმის შეთანხმება. ტრანზაქციის შედეგად, რომელიც აფასებს კომპანიას საწარმოს დაახლოებით 1,6 მილიარდ დოლარად, BARK გახდა საჯაროდ ჩამოთვლილი კომპანია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ახალი სიმბოლოს, „BARK“-ის ქვეშ.
რაც შეეხება კომპანიის ისტორიას, იგი 2011 წელს დაარსდა კარლი სტრაიფის, მეტ მიკერის და ჰენრიკ ვერდელინის მიერ.BarkBox-ის თანადამფუძნებლამდე მიკერმა დააარსა სოციალური ქსელის საიტი Meetup.com. ამჟამად კი მიკერი არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
2013 წლის აპრილში კომპანიამ 6,7 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა. კომპანიამ იმავე წელს გადააჭარბა 25 მილიონი დოლარის შემოსავლის მაჩვენებელს. BARK-მა მიიღო 15 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი დაფინანსება Series B-ში, რომელსაც ხელმძღვანელობდა Resolute.vc, RRE, BoxGroup, Lerer Ventures, Bertelsmann Digital Media Investments, Slow Ventures, Daher Capital, CAA, 500 Global Vast Ventures და City National Bank-თან ერთად 2014 წელს.
BARK-მა 2014 წლის დასაწყისში გამოუშვა BarkCam, ფოტო გაზიარების აპლიკაცია, რომელიც მოქმედებს როგორც “ინსტაგრამი ძაღლებისთვის” და მათი მფლობელებისთვის.