Almond Fintech – ბოსტონში დაფუძნებულმა B2B ტიპის ტექნოლოგიურმა კომპანიამ, $7 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში თავისი ქსელის გაფართოებისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის ადამ სვარცბაუს და CTO იუნუს სევიმლის ხელმძღვანელობით, Almond FinTech არის B2B ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ფინანსურ მომსახურებას ხელმისაწვდომს ხდის მთელს მსოფლიოში, შემოსავლის მიუხედავად. ბლოკჩეინის ტრანსსასაზღვრო გადაცემის პროტოკოლის მეშვეობით ის ხსნის ფინანსურ ბარიერებს და აწვდის გადარიცხვისა და კრედიტის შეფასების ინსტრუმენტებს.
Almond-ის საკუთრებაში არსებული Settlement Optimization Engine (SOE) თვალყურს ადევნებს ასობით ციფრულ ვალუტას და ბლოკჩეინს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის ოპტიმალური მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველაზე დაბალ ღირებულებას მაღალ ხელმისაწვდომობასთან ერთად.