in

B2B ტიპის გადახდის სერვისების მიმწოდებელმა კომპანია Mondu-მ, €20 მილიონი ევროს დაფინანსება მოაგროვა

ბერლინში დაფუძნებულმა B2B ტიპის გადახდის სერვისების მიმწოდებელმა კომპანია Mondu-მ, €20 მილიონი ევროს დაფინანსება მოაგროვა.

დაფინანსება Mondu-ს საშუალებას აძლევს გააფართოოს და დივერსიფიკაცია მოახდინოს რეფინანსირების გარე ინვესტორებთან.

2021 წელ დაარსებული კომპანია Mondu-მ წამოიწყო ახალი სერვისი – “იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით”. BNPL და განვადების სერვისები ბიზნეს მყიდველებს სთავაზობს მათ საყვარელ ოფლაინ გადახდის მეთოდებს B2B-ში და გადახდის მოქნილ პირობებს ონლაინ B2B ანგარიშსწორებაში. კომპანიის სერვისები უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის გერმანიასა და ავსტრიაში და ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ნიდერლანდებში. გაფართოების ფარგლებში Mondu გეგმავს ახალი ოფისის გახსნას ნიდერლანდებში, ადგილობრივი პერსონალის დაქირავებასა და ადგილობრივ მარკეტინგულ საქმიანობაში ინვესტირებას.

ბიზნესის დაარსების დღიდან, კომპანიამ შეაგროვა $57 მილიონი დოლარი Seed და Series A რაუნდებიდან, მათ შორის აშშ-ში დაფუძნებული Valar Ventures, Cherry Ventures, FinTech Collective და სხვა ინვესტორებისგან.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote