in

AR ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპმა Cross Creators, 500 Georgia-ს რჩეულთა სიაში მოხვდა

საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა 500 Global-მა დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება უკვე დაიწყო. სწორედ მათ შორისაა ერთ-ერთი ქართული სტარტაპი Crosscreators, რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით.

თბილისში დაფუძნებული სტარტაპი Crosscreators ავითარებს პროდუქტს, რომელიც აერთიანებს აუგმენტური რეალობის შემქმნელებსა და მათ კლიენტებს. პლატფორმა ცხრა თვის წინ ანი მანიავიძემ და უკრაინელმა დიმიტრი ფარაფონტოვმა დააარსეს. პროექტი უკვე აერთიანებს დაახლოებით 2000 კონტენტის შემქმნელს, ასევე 500 გადამხდელ მომხმარებელს.

Augmented Reality (AR) ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ „გადაფაროთ“ ვირტუალური შინაარსი რეალურ სამყაროში. ამ ტექნოლოგიის გამოყენება შედარებით ცოტა ხნის წინ ფართოდ გავრცელდა ონლაინ საცალო ვაჭრობის სფეროში. მაგრამ მან უკვე აჩვენა თავისი ეფექტურობა მსხვილი ბრენდების გაყიდვებზე კონვერტაციის გაზრდაში ონლაინ საცალო საიტებზე.

„აქამდე პროდუქტის ორი ვერსია გვქონდა, პროტოტიპად დავიწყეთ და MVP ორი თვის წინ გავუშვით. მაგრამ ეს უფრო მეტია ვიდრე MVP, რის გამოც ჩვენ მას Alpha MVP-ს ვუწოდებთ. ორი თვე დაგვჭირდა ჩვენი წინა პლატფორმის ხელახალი დიზაინისთვის და ამის შემდეგ გვაქვს თითქმის სრულყოფილი ინსტრუმენტი გაძლიერებული რეალობის შემქმნელებისთვის და მათი კლიენტებისთვის. ”

ანა მანჯავიძე

AR კონტენტი, რომელსაც პლატფორმა უზრუნველყოფს, არის ნიღბები და ფილტრები, რომლებიც გამოიყენება Facebook-ზე, Instagram-ზე, Snapchat-ზე ან Tiktok-ზე. მათ გარდა, მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს ობიექტის 3D მოდელი – მაგალითად, ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, რათა უფრო რეალისტურად წარმოაჩინოს იგი. ბრენდს შეუძლია გამოიყენოს ეს ტექნოლოგია როგორც საკუთარ ვებსაიტზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში.

საკუთარი AR შინაარსის შექმნა რთულია, ყიდვა დიდ ხარჯებთაანაა დაკავშირებული Crosscreators პროექტის არსი არის დაეხმაროს ბრენდებსა და მარკეტინგულ სააგენტოებს იპოვონ AR შინაარსის შემქმნელი ან გამოიყენონ არსებული შაბლონი. პროექტის იდეა აღმასრულებელ დირექტორს ანა მანჯავიძეს მაშინ გაუჩნდა, როცა ის სხვა კომპანიაში მარკეტინგის დირექტორად მუშაობდა. მან დაახლოებით 4 თვე დაკარგა სოციალური მედიის უმარტივესი ფილტრის შესაქმნელად. შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გაძლიერებული რეალობის ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, რათა ყველა მარკეტერს შეეძლოს გამოიყენოს გაძლიერებული რეალობის პროდუქტები თავის სტრატეგიაში.

სტარტაპის თქმით, AR კონტენტი ძვირი და შრომატევადია – ასეთი კონტენტის ზოგიერთი მაგალითი 100 000 დოლარამდე ღირს, მცირე და საშუალო საწარმოებს კი უჭირთ სწორი სპეციალისტის პოვნა. სტარტაპი AR კონტენტის შექმნის პროცესს 60%-ით იაფს, 3-ჯერ აჩქარებს და მოიცავს გაძლიერებული რეალობის ყველა სფეროს.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote