Ample Food სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კვების სტარტაპი გახლავთ, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს მიიღონ სრული, დამაკმაყოფილებელი და ჯანსაღი კვება ორ წუთში. თქვენი ვალია უბრალოდ დაამატოთ წყალი სპეციალურ ქილას, შეანჯღრიოთ და მიირთვით სწრაფათ, ამ ყველაფრის შედეგად ჯანსაღი საუზმე ან ლანჩი ქილაში მზად იქნება 30 წამში ან უფრო ნაკლებ დროში.
მისი შექმნის იდეა თავდაპირევლად ასე დაიწყო: Ample Foods-ის დამფუძნებელი, კონორ იანგი, მუშაობდა ერთ-ერთ კოოპერატივში. მას და რამდენიმე მეგობარს სურდათ ჯანსაღი საკვები, ხანგრძლივი მუშაობის დროს. მან ექსპერიმენტის სახით სასმელი კერძი მოამზადა, დაგემოვნების შემდეგ კი მის მეგობრებს ეს მოეწონათ და ასე დაიბადა Ample.
კონორმა თავისი იდეა Indiegogo-ში გადაიტანა და 2016 წელს შექმნა crowdfunding პროექტი. რამდენიმე კვირაში მან ისტორიის დაწერა შეძლო. Ample იმ დროისთვის Indiegogo-ზე ნომერ პირველი ყველაზე დაფინანსებული კვების პროექტი გახდა, რომელმაც $370,640 მოიზიდა.
საგულდაგულოდ შემუშავებული მაკროელემენტების პროფილი, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ბოჭკოების სწორი თანაფარდობა, შესაძლებლოას გაძლევთ დაიმუხტოთ ენერგიულად ოთხი საათის განმავლობაში ან მეტი.
რა არის შემდეგი რასაც Ample Foods შექმნის?
“ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ ორიგინალური და კეტოგენური ხაზების ძალიან მოთხოვნად შოკოლადის ვერსიას. ShipBob გვეხმარება შევთავაზოთ ეს ახალი გემოს კომბინაციები ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი მხრიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.”
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ Ample-ს დღემდე სულ 19 ინვესტორი გააჩნია, რამაც მისცა კომპანიას შესაძლებლობა გეაზარდა საკუთარი პროდუქტის წარმოება და ახალი ბაზრების ათვისება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 2017 წლის მაისში კომპანია Ample-მ ინვესტორებისგან, მათ შორის 500 Global, Hawkshead Capital და Compound-ისგან $800,000 დოლარის დაფინანსება მიიღო.