in

AlgoPay – ციფრული გადახდების წამყვანი პლატფორმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში

AlgoPay იმ 500 წარმატებული კომპანიიდან ერთ-ერთი მათგანი გახლავთ, რომლიც 500 Global-ის წევრია. აღნიშნული კომპანია არის უსაფრთხო, ფინტექზე ორიენტირებული და ონლაინ გადახდების პლატფორმა ბიზნესისთვის ახლო აღმოსავლეთში, რეგიონში, სადაც ამჟამად ნაღდი ფულის ბრუნვა $1.3T-ზე მეტია.

იმის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობის თითქმის 70%-ს აქვს შეზღუდული ან არ აქვს წვდომა ფინანსურ სერვისებზე, მომავალში არის ფინტექს პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების ზრდის უზარმაზარი შესაძლებლობა აღნიშნულ რეგიონში, როგორც B2B, ასევე B2C სეგმენტში. რეგიონის დიდი უბანკო მოსახლეობის გარდა, სმარტფონების მიღების მაღალი მაჩვენებლები, მომხმარებელთა უპირატესობა ციფრულ, მობილურზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართ და ცვალებადი ფინანსური სექტორი არის ფინტექს ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში.

დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ AlgoPay გთავაზობთ ელექტრონულ საფულეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის უბანკო მოსახლეობას საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ შეინახონ საკუთარი ფული ციფრულ საფულეში და შევიდნენ მასზე ნებისმიერ ქვეყანაში. სტარტაპი თანამშრომლობს ადგილობრივ ბიზნესებთან, ამჟამად კომპანია ემსახურება მომხმარებლებს იორდანიასა და ერაყში ფულის სწრაფი და ხელმისაწვდომი გადარიცხვების ხელშეწყობით. აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ ციფრულად გადაიტანონ ფული რეალურ დროში, მოითხოვონ ადგილობრივი განაღდება აპზე და გამოიყენონ ის ონლაინ შესყიდვებისთვის. როგორც კი მომხმარებლები დარეგისტრირდებიან ელექტრონულ საფულეზე, ისინი იღებენ ელექტრონულ ბარათს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ნებისმიერ დროს შეიძინონ ონლაინ AlgoPay ბალანსის გამოყენებით.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote